weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ახმეტა – თიანეთის  გზის რეაბილიტაცია 2019 წლის თებერვალში დასრულდება

13:36 ოთხშაბათი, 14 ნოემბერი 2018

ახმეტა – თიანეთის 30 კილომეტრიანი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2019 წლის თებერვალში დასრულდება. საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ არსებულ გრუნტის გზაზე ასფალტ-ბეტონის საფარიანი გზის მოწყობაა დაგეგმილი. აშენდება ორი ახალი ხიდი, ორს კი რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

ახმეტა – თიანეთის გზის რეაბილიტაცია 2017 წლის შემოდგომაზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა 2018 წლის გაზაფხულამდე გადავადდა. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული აზერბაიჯანული კომპანია ასრულებს. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ამ ეტაპზე, ხელოვნური ნაგებობების მოწყობის და მიწის სამუშაოები მიმდინარეობს, რაზეც  20 ადამიანია დასაქმებული.

პროექტი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ღირებულება 18 965 000 ლარია.

ახმეტა – თიანეთის გზა ილტოს ხეობის სოფლებზე და კვეტერას ეკლესიის ტერიტორიაზე გადის. რეაბილიტირებული გზით მნიშვნელოვნად მცირდება მანძილი ახმეტიდან ფშავის, ხევსურეთის და ყაზბეგის მიმართულებით.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]